ანდრეა კერბსი ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორია.
როდესაც სარკოზის შუამდგომლობით საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომის შემდეგ შეთანხმება შედგა, მოელოდნენ, რომ რუსეთი ამ დოკუმენტში დაფიქსირებულ პირობებს შეასრულებდა. მას შემდეგ უკვე ექვსი წელი გავიდა და ქართველები ჯერ კიდევ ამაოდ ელიან, როდის დაუბრუნდება რუსეთი 2008 წლის 7 აგვისტოს საზღვრებს. რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მეტიც, 7 მაისს მათ განაცხადეს, რომ აფხაზეთში განლაგებულ საკუთარ ბაზებზე სამხედრო აღჭურვილობის გაორმაგებას აპირებენ.
ამჟამად კვლავ იმის მოწმენი ვართ, როგორ იმეორებს რუსეთი ამ „წარმატებულ“ სტრატეგიას. იგივე (საკუთარი მოქალაქეების/რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის) საბაბით, რუსეთმა ამჯერად ყირიმის ანექსია მოახდინა, ახლა კი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას ახორციელებს. ჟენევაში შეერთებულ შტატებს, რუსეთს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რომლის თანახმადაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს იარაღი უნდა დაეყარათ და ყველა სამთავრობო შენობა და საჯარო ობიექტი გამოეთავისუფლებინათ, იგივე ბედი გაიზიარა, რაც სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებულა დოკუმენტმა. ეს რუსეთის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს.
კი მაგრამ, სად შეჩერდება რუსეთი? ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი? სრულიად აშკარაა, რომ ამ კითხვაზე მოლდოვა შეიძლება ერთ-ერთი პასუხი იყოს, რომელმაც დღე-დღეზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი და, თანაც, ისეთი პრობლემური რეგიონი აქვს, როგორიცაა დნესტრისპირეთი. ამ ჩარჩოებში ბალტიის ქვეყნებიც ხვდებიან, თავიანთი რუსული უმცირესობით.
როგორც ამ კვირაში „დეილი ბისტთან“ (Daily Beast) ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, თუ „(უკრაინა) ამ კრიზისს გადაურჩა, ეს რუსეთის მეზობელ ქვეყნებს მომავალი განვითარების პერსპექტივას უჩენს, ხოლო თუ წააგებს, ეს უკვე ნატო-ს დამარცხებაც იქნება, ხოლო ისინი, რომელთაც ნატო-ში ყოფნა სურთ, რუსეთის მრავალწლიანი წნეხის ქვეშ არსებობისთვის იქნებიან განწირულნი.”
“მე აქ ვარ” – წერია ცისატრყელას ფერებიან სტიკერზე. (DFWatch-ის ფოტო.)
თბილისი, DFWatch – გეების, ლესბოსელთა და სხვა სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად თბილისის ქუჩებში კვირას რამდენიმე აქცია მოეწყო.
ამას წინ უძღოდა შაბათს, 17 მაისს, კონსერვატიული ჯგუფების მიერ მოწყობილი მასობრივი ღონისძიებები, რომლებმაც, ჰომოფობიის საერთაშორისო დღისადმი საპირწონედ, ახლადგამოცხადებული ოჯახური ღირებულებების დღე აღნიშნეს.
კვირას დილით დაიწყო და საღამომდე გასტანა აქციამ სახელწოდებით “პროტესტი უხილავებისთვის და უხილავობის წინააღმდეგ”. ამ აქციის ფარგლებში თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერში დააწყვეს ასეულობით ფეხსაცმელი.
ახლომდებარე ხეებზე მიკრული იყო სტიკერები ახსნა-განმარტებით, სადაც ეწერა, რომ ეს არის პროტესტი “უხილავობის წინააღმდეგ უხილავებისთვის, რომელთა ხმა საზოგადოებას არ ესმის; ვინც მრავალგზის დევნეს და გადაასახლეს: სამხედროებმა, მთავრობებმა, ბანკებმა, საკუთარმა ოჯახებმა,
ვინც შრომობს და არ უფასდება, ვინც შიმშილობს, რომ მოუსმინონ,
ვისთვისაც არ გვყოფნის საჯარო სივრცე, ვისაც შეურაცხყოფისგან ვერ ვიცავთ,
ვის მიმართაც მუქარას და ძალადობას არ ვიძიებთ, ვინც უხმოდ უნდა ილოცოს, ვინც სახელი უნდა დამალოს…”
ეს ფეხსაცმელი აქ იმ ადამიანების ნაცვლად დევს, ვისაც გასული წლის 17 მაისს ეყო გამბედავობა, რომ პატარა ჯგუფის – ლგბტ თემის – უხილავობის წინააღმდეგ გამოსულიყო, წერია ტექსტში.
კიდევ ერთი აქცია სახელწოდებით “მე აქ ვარ” დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში პატარა სტიკერების გამოკვრით გაიმართა. ამ სტიკერებზე სხვადასხვა ტექსტი იყო დატანებული და ცისარტყელა, რაც ლგბტ თემის სიმბოლოს წარმოადგენს.
“ვერ ვპოულობ მიზეზს შენი სიძულვილის გასამართლებლად”, “საქართველოს ლგბტ თემის 89%, ბოლო ორი წლის მანძილზე, ერთხელ მაინც გამხდარა ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლი” ასეთი შინაარსის გზავნილები იყო სტიკერებზე დატანებული. (იხ. ფეისბუქში)
176 მაისს ათასობით სასულირო პირი და მათი მომხრე თბილისის ცენტრში პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა. მათ აღნიშნეს “ოჯახური სიმტკიცის” დღე, რაც მანამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა დააანონსა.
ლგბტ აქტივისტებს 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, მასობრივი შეკრება არ გაუმართავთ, რათა შარშანდელი ძალადობა არ განმეორებულიყო.
ადგილობრივი არასამთავრობო აქტივისტი ამბობს, რომ გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებას ეთნიკური ელფერი აქვს და თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, მსგავსი ინციდენტი მომავალშიც შეიძლება განმეორდეს (DF Watch.)
გასულკვირასგარდაბანშიმომხდარ მასობრივ დაპირისპირებას სავარაუდოდ ეთნიკური საფუძველი აქვს. ბევრი გარდაბნელი შიშშობს, რომთუდამნაშავეებს არგაასამართლებენ, ამ დაპირისპირებას შეიძლება ძალადობრივი ესკალაცია მოჰყვეს.
ოთხშაბათსღამითგარდაბნის ქუჩებში, სადაც შერეული, ქართულ-აზერბაიჯანული მოსახლეობაა წარმოდგენილი,შეტაკებები მოხდა, სადაც ორივე ეროვნების ასობით ახალგაზრდა კაცი იყო ჩართული. პოლიციას ჯერჯერობით არავინდაუკავებია, მაგრამშინაგანსაქმეთასამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.
ამ საკითხის გასაშუქებლად DFWatch-ის ჟურნალისტები გარდაბანს ესტუმრენ. აქაურების უმეტესობასჟურნალისტებთანსაუბარი არსურს. აცხადებენ, რომ პრობლემა ამოწურულია და ახლა ქალაქში სიმშვიდეა.
გარდაბნელი რუსტამმაილოვი USAID -ისმიერდაფინანსებულორგანიზაციაში მუშაობს, რომელიცეროვნებათშორისი ინტეგრაციის ხელსშეწყობაზეა ორიენტირებული. ამბობს, რომდაპირისპირების დაწყებისას ადგილზე არ იყო, თუმცა ყველა მხარესთან ისაუბრა და ზედმიწევნით იცის, რა მოხდა ოთხშაბათს ღამით ამ ქალაქში. მისითქმით, თავიდან ესუფროხულიგნობა იყო,რომელიცშემდეგ ეთნიკურკონფლიქტში გადაიზარდა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც რამდენიმეახალგაზრდა2008 წელს დაღუპული მეგობრის მოსაგონარ სუფრაზე იყო შეკრებილილელაშხის უბანში. აქ ძირითადად სვანეთიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.
ამ სუფრიდან წამოსული სვანი ახალგაზრდების ჯგუფს აზერბაიჯანელი თანატოლები შეხვდნენ. ისინი ეთმანეთს მიესალმენ. კონფლიქტი იმან გამოიწვია, რომ ერთ-ერთი აზერბაიჯანელი არ მიესალმა ხუთიდან ერთ სვანს, რადგან მათ მამებს ადრე უთანხმოება ჰქონიათ, ყვება მაილოვი.
ამას ორივე მხრიდან სიტყვიერი შეპასუხება მოჰყვა. ყველაფერი ეს დაახლოებით შუაღამისას ხდბოდა. სვანებმამოიხმესახლობლები, ასევე სვანები, რომლებიცმოვიდნენხელკეტებითადასხვასაგნებით შეიარაღებულნი.ამ დროს აზერბაიჯანელი ახალგაზრდებიჩაისსახლში იმყოფებოდნენ, რომელიც გარდაბნისცენტრშიმდებარეობს.
მაილოვი ამბობს, რომ შეკრებილ ახალგაზრდებს შორის იყვნენ როგორც „ქართულიოცნების“, ასევე „ნაციონალურიმოძრაობის“ აქტივისტები, მაგრამმათშეტაკებასთან უშუალო კავშირი არ ჰქონიათ.
შეტაკება დაიწყო მაშინ, როცა სვანი ახალგაზრდების ჯგუფიჩაისსახლში შეიჭრა.
„ესარიყოპოლიტიკური კონფლიქტი, აშკარადეთნიკურიდაპირისპირება იყო,” ამბობსმაილოვი. „ღამის სამი საათისთვისჩაის სახლთანხელკეტებითშეიარაღებული 300-მდე კაცი იყო შეკრებილი.“
მისითქმით, თავიდან ადგილზე ხუთითუექვსიპოლიციელიიმყოფებოდა, რომლებმაც ხალხის დასამშვიდებლად ჰაერშიც კი გაისროლეს, მაგრამამან არგაჭრა.
სიტუაციის განსამუხტავად რუსთავიდან სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო, რომელიც იქაურ საპყრობილეებში წესრიგისშენარჩუნებაზე ზრუნავს.მოგვიანებით კი მათ პოლიციის გაძლიერებული ძალებიც შეუერთდნენ.
მომდევნოდღესაზერბაიჯანელებმაქალაქისცენტრში შეკრება დაიწყეს. სულ 700-მდე კაცმა მოიყარა თავი. მათ შურისძიების დაგეგმვა დაიწყეს და ლელაშხის უბნისკენ გადაინაცვლეს, სადაც სვანები ცხოვრობენ. სვანებიც შეიკრიბნენ, მაგრამ ნაკლებირაოდენობით. ორივემხარესშეკრებილთა შორისახალგაზრდები სჭარბობდნენ.
აზერბაიჯანელების ჯგუფმა რამდენჯერმე მოახერხაპოლიციისკორდონის გარღვევა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან შეტაკებას ადგილი არ ჰქონია. მოგვიანებით ეს ჯგუფები თავისით დაიშალნენ, მანამდე კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს.
„ნაციონალურიმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დაპირისპირების პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
განცხადებაშინათქვამია, რომ გარკვეულიპოლიტიკურიძალებიწინასაარჩევნოგარემოსდაძაბვას ცდილობენ.
„ქართულიოცნება“ ასევე აცხადებს, რომ „ნაციონალურმოძრაობას“სურსგამოიყენოსესინციდენტი საკუთარი თავის პოლიტიკურირეპრესიების მსხვერპლად წარმოსაჩენადდა მიანიშნებს პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურსა და დედაქალაქის ყოფილ მერზე, ზურაბ ჭიაბერაშვილზე მომხდარ თავდასხმებზე.
ამავე დროს,„ნაციონალურიმოძრაობა“ ამტკიცებს, რომ ესთავდასხმებირეალურიდაპოლიტიკურადმოტივირებული იყო. ყოფილი მმართველი პარტიისადგილობრივიორგანიზაციის აქტივისტებიაცხადებენ, რომმეზობელ დმანისისრაიონში ფსიქოლოგიური ზეწოლის შედგად მათი პარტიის სამმა აქტივისტმა – შახვადინ კოჯაევმა, ელმან რამაზანოვმა და მურაზ გასანოვმა – არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
“გუშინ მოვისმინეთუამრავიპოლიტიკურიდაეთნიკურადშეურაცხმყოფელიფრაზა,” ინციდენტის მეორე დღეს განაცხადა თბილისისმერმა,გიგიუგულავამ. „კატეგორიულადმოვითხოვთამინციდენტისდაუყოვნებლივგამოძიებას, მაგრამარაისე, როგორცუკვეშევეჩვიეთ.“
„აქ აზერბაიჯანელებიდაქართველები მუდამ მშვიდობიანად ვცხოვრობდით და მომავალშიც ასე ვგეგმავთ,“განაცხადაავალიანმადადასძინა, რომმცირეკონფლიქტები ადრეციყო, მაგრამარაეთნიკურინიშნითდაარაასეთიმასშტაბისა.
„ბიჭებიიყვნენმთვრალებიორივემხარესდაამანგამოიწვიაკონფლიქტი. აქ პოლიტიკურიკონტექსტის შემოტანა უსაფუძვვლოა,“უთხრა ავალიანმაგაზეთ„რეზონანსს“.
მისითქმით, ქართველებსადააზერბაიჯანელებსშორის ჩხუბი ადრეც მოხდარა, მაგრამ ახალგაზრდებს კინკლაობა ზოგადად ახასიათებთ-ხოლმე, მერე კი რიგდებიან და ამას რაიმე სერიოზული გაგრძელება არა აქვს. მანასევეგანაცხადა , რომაზერბაიჯანელებიდაქართველებიარიან როგორც „ქართულოცნებაში“, ისე „ერთიანნაციონალურმოძრაობაშიც“.
რუსტამმაილოვიაცხადებს, რომრაღაცუნდაშეიცვალოს. მისითქმით, ეთნიკურიუმცირესობებისბევრი წარმომადგენელი თავს საქართველოსმოქალაქედ არც კი აღიქვამს.
მაილოვი ვერ იხსენებს ბოლო ათწლეულის მანძილზე რაიმე მსგავს კონფლიქტს. მიიჩნევს, რომ თუ დამნაშავეები ვერ იპოვეს და პასუხი არ აგებინეს, ეს დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს. აცხადებს, რომ თუსიტუაციაარშეიცვლება,გარკვეულიდროისშემდეგასეთი ინციდენტიშეიძლებაკვლავ განმეორდეს.
„ეს თითქოსაფეთქებას ჰგავდა. რათქმაუნდა, რაღაცეები გროვდება-ხოლმე და მერე იფეთქებს,“ ამბობსისდადასძენს, რომროდესაცადამიანისუფლებებიირღვევა,ძალიანმნიშვნელოვანიაამაზე სწრაფადრეაგირება.
„ხალხსსინამდვილეში დაპირისპირება და აქციები არ უყვარს, და თუ მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება არსებობს, თუპრობლემები დროულად გვარდება, არამგონია, რაიმედაპირისპირებამოხდეს.“
გიორგი გაბედავა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი. („ინტერპრესნიუსი“.)
რადიკალი მართლმადიდებელი აქტივისტების ჯგუფმა საქართველოში ევანგელისტური იმედის ფესტივალის ჩატარება გააპროტესტა და ხალხს მოუწოდა, ამ ღონისძიებას არ დაესწრონ.
სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები დიდუბის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, სადაც ფესტივალი იმართება. აქ მათ უკიდურესი რადიკალიზმით ცნობილი გიორგი გაბედავა შეუერთდა, რომელიც თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატია.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ ამგვარ შეკრებებზე მორწმუნე მართლმადიდებლების დასწრება დაუშვებელია.
ისინი იმედის ფესტივალის ორგანიზატორებს ხალხის მოტყუებაში სდებდნენ ბრალს, ამბობდნენ, თითქოს ღონისძიება მუსიკალურ ფესტივალად იყო დაანონსებული, თუმცა სინამდვილეში ბაპტისტურ-ევანგელისტურ შეკრებას წარმოადგენდა.
აქციის მონაწილეებს დიდი პლაკატები ჰქონდათ გამოფენილი და ხალხს სთხოვდნენ, ევანგელისტურ შეკრებაზე არ შესულიყვნენ.
რამდენიმე მღვდელი შესასვლელთან იდგა და დამსწრეებს სათითაოდ მიმართავდა. ზოგჯერ ასეთი ფრაზებითაც: „რამდენი გადაგიხადეს? სული ფულზე არ გაყიდო.“ „იცი, სად მიდიხარ? ისინი იტყუებიან.“ „ბავშვი მაინც არ შეიყვანო…“
ეს მოწოდებები მეტწილად უპასუხოდ დარჩა, რადგან, როგორც ჩანს, დამსწრეებმა კარგად იცოდნენ, რა სახის ღონისძიებაზე მიდიოდნენ.
იმედის ფესტივალი დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული და თავიდან მისი გამართვა სპორტის სასახლეში იგეგმებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სასახლის დირექტორმა ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ტექნიკური მიზეზის, კერძოდ ფოიეში მომხდარი ხანძრის გამო, მათ ამ ღონისძიების მასპინძლობა არ შეეძლოთ.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ხანძარი მხოლოდ საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი.
მარნეულელ ახალგაზრდებს შეუძლიათ ერთწლიანი კურსის მეშვეობით გამოცდაზე ქართულის ჩასაბარებლად მოემზადონ.
19 წლის ტურალი წელს სკოლას ამთავრებს და აპირებს, უნივერსიტეტში ინტერნეტ ტექნოლოგიები ისწავლოს. პრობლემა კი ისაა, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ძირითადად ქართულ ენაზეა, მან კი ენა კარგად არ იცის.
ბევრი მისი თანატოლის მსგავსად ტურალიმ გადაწყვიტა, ერთი წლის განმავლობაში ქართული ისწავლოს, შემდეგ კი სწავლა ბაკალავრიატზე ოთხი წელი განაგრძოს.
150-ზე მეტმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აბიტურიენტმა პარასკევს მოსამზადებელი ზოგადი უნარების ტესტი ჩააბარა მარნეულში, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანელებით დასახლებული ქალაქია. ამ გამოცდაზე მათ ჰქონდათ შანსი, გაეგოთ, რამდენად მზად არიან ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში ჩატარდება.
ტესტი აზერბაიჯანულ ენაზე შეავსეს. ის ლოგიკური და მათემატიკური ნაწილებისგან შედგებოდა და წერისთვის სამი საათი ჰქონდათ.
როცა წერას მორჩა, ტურალიმ გვითხრა, რომ დიდად კმაყოფილი არ არის, თუმცა ახლა დანამდვილებით იცის, რაში უნდა იმეცადინოს გამოცდამდე.
მისი მეგობარ ნამიქს ქართული თითქმის არ ესმის, რუსულადაც უჭირს საუბარი, თუმცა მან გვითხრა, რომ გამოცდისთვის მზად არის. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც პარასკევს ტესტის წერას მორჩა. ტურალის თქმით, როცა ნამიქი ქართულს ისწავლის, აპირებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ისწავლოს.
ორივენი ამბობენ, რომ აქამდე პრობლემა არასდროს შექმნიათ იმის გამო, რომ მათ არ იციან ქართული. მარნეულში, განსაკუთრებით მათ სამეზობლოში, ყველა საუბრობს აზერბაიჯანულად ან რუსულად. თუმცა ორივე ფიქრობს, რომ ეს თბილისში შეიძლება პრობლემად იქცეს, განსაკუთრებით თუ სამსახურის ძებნას დაიწყებენ.
პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, პარასკევის საცდელ გამოცდას დაესწრო. მან თქვა, რომ ეს გამოცდა არის სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელება ინტეგრაციის კუთხით, რადგანაც ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც სკოლაში თავის ენაზე სწავლობენ, ეროვნული გამოცდების ქართულ ენაზე ჩაბარება უჭირთ.
„სახელმწიფოს აქვს სერიოზული პროგრამა, რათა ხელი შეუწყოს მათ შედარებით იოლ სწავლებასა და დაეხმაროს, რომ კონკურენტუნარიანები გახდნენ. ამიტომ არსებობს პროგრამა 4+1, სადაც ერთი წელი ისწავლება ქართული ენა და შემდეგ აბარებენ მათთვის სასურველ სასწავლებლებში,“ გვითხრა მან გამოცდის წინ.
მისივე თქმით, საცდელი გამოცდის მიზანია, აბიტურიენტები მიეჩვიონ საგამოცდო გარემოს, ნაკლებად ინერვიულონ ეროვნულ გამოცდებზე და უფრო ტესტის წერაზე კონცენტრირდნენ.
მაია მიმინოშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე ესწრებოდა გამოცდას, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანელი სტუდენტები მზად იყვნენ გამოცდებისთვის.
„ჩვენთვის ნამდვილად სასიხარულო იქნება, რაც შეიძლება მეტმა აბიტურიენტმა გამოიჩინოს ინტერესი, რაც შეიძლება მეტმა მიიღოს უმაღლესი განათლება და ამისათვის მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ხელმისაწვდომობა შევუმსუბუქოთ.“
ნარმინა პარასკევის გამოცდაზე მამასთან ერთად მოვიდა. მას უნდა, რომ შვილი ჟურნალისტი გახდეს, თუმცა ნარმინას ენების სწავლა აინტერესებს, განსაკუთრებით იტალიურისა და ფრანგულის.
ჯერ ფიქრობს, ერთი წელი ქართული ისწავლოს და ამ ერთი წლის მერე ზუსტად გადაწყვეტს, რას ისწავლის.
ნარმინა და მისი ორი მეგობარი გეგმავენ, რომ უნივერსიტეტში ერთად ისწავლონ. ის დღეს ნერვიულობდა, იმის მიუხედავად, რომ საცდელი გამოცდის შედეგებს არანაირი გავლენა არ აქვს ეროვნული გამოცდების შედეგებზე. არ არის დარწმუნებული, რომ მზად არის მომავალი გამოცდისთვის.
„სკოლაში, სადაც მე ვსწავლობ, აზერბაიჯანულ ენაზე გვასწავლიან, თუმცა ქართულსაც ვსწავლობთ, როგორც საგანს. მგონია, რომ ქართულის საბაზისო ცოდნა მაქვს და ერთი წელი საკმარისი იქნება ჩემთვის, რომ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელო,“ ამბობს იგი.
მაია მიმინოშვილმა გვითხრა, რომ წელს დაახლოებით 1000 აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტი აბარებს ეროვნულ გამოცდებს და ყველა მათგანი ერთვება 4+1 პროგრამაში.
ზოგადი უნარების გამოცდა, რომელიც 30 ივნისსა და პირველ ივლისს ჩატარდება, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნება.
ცნობილი ქართველი ოპერის მომღერალი გეგმავს, საქველმოქმედო კონცერტი სექსუალურ უმცირესობებს მიუძღვნას.
თამარ ივერმა ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს გააკეთა, ცოტა ხნის შემდეგ, რაც მისი გამოსვლა ‘ოპერა ავსტრალიასა’ და ბრიუსელის ‘ლა მონეში’ წარსულში გაკეთებული ჰომოფობიური განცხადების გამო ჩაიშალა.
ივერმა პრეს-კონფერენციაზე განმარტა, რომ ეს კონცერტი იქნება კიდევ ერთი გზა, რომ ბოდიში მოუხადოს ლგბტ ადამიანებს იმ პოსტისთვის, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის შემდეგ გამოქვეყნდა.
კონცერტი 11 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ეს თარიღი კი იმიტომ შეირჩა, რომ ამ დღეს მსოფლიოში აღინიშნება ე.წ ‘ქამინგ აუთის’ დღე, ანუ სექსუალური ორიენტაციის საჯაროდ გაცხადების საერთაშორისო დღე.
თამარ ივერი ასევე აღნიშნავს, რომ კონცერტი მიეძღვნება ყველა სახის ძალადობის მსხვერპლთ. მან ქართველ მომღერლებს მოუწოდა, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ კონცერტში. ღონისძიებიდან მიღებული ფული კი ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად გადაირიცხება.
„ეს არის ბოდიშის მოხდისა და მხარდაჭერის გამოხატვის გზა,“ განაცხადა ივერმა პრეს-კონფერენციაზე.
თამარ ივერმა ქართული მედია გააკრიტიკა, რადგანაც, მისი თქმით, ჟურნალისტები წერდნენ, რომ ‘ოპერა ავსტრალიამ’ არ მისცა საშუალება, რომ ემღერა, სინამდვილეში კი მან თვითონ მიმართა ოპერის ხელმძღვანელობას, რომ არ ემღერა ‘აზრთა სხვადასხვაობის’ თავიდან არიდების მიზნით.
ივერის შესახებ დებატები მაშინ დაიწყო, როცა მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა დიდი წერილი 2013 წლის 17 მაისის შემდეგ. ამ დღეს რამდენიმე ათეულ ლგბტ ადამიანების უფლებათადამცველს სურდა, აქცია მოეწყოთ ჰომოფობისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თუმცა რადიკალური რელიგიური დაჯგუფებების ათასობით წარმომადგენელმა მათ ამის საშუალება არ მისცა. წერილში ლგბტ ადამიანები ‘ფეკალურ მასებთან’ იყვნენ შედარებული.
2014 წლის ივნისში ‘ოპერა ავსტრალიაში’ დაგეგმილი იყო, რომ ივერი დეზდემონას როლს შეასრულებდა ‘ოტელოში.’ ოპერის ფანებმა და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლებმა დაიწყეს ოპერაზე შეტევა, რომ ივერისთვის გამოსვლის ნება არ მიეცათ. საბოლოოდ მომღერალი ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, რომ არ იმღერებდა.
მან რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში პოსტისთვის, რომელიც მის გვერდზე გამოქვეყნდა და ერთ-ერთ მათგანში ახსნა, რომ ეს წერილი ქმარმა გამოაქვეყნა მისი ანგარიშიდან.
„იმედი მაქვს, ვისთანაც ამდენი წლის განმავლობაში მიცხოვრია, მიმეგობრია, მიმუშავია, მიმღერია, ვინც მიცნობს, მან იცის, რომ ჰომოფობია ჩემთვის უცხო და მიუღებელია,“ წერს ის ერთ-ერთ განცხადებაში.
შაბათს თბილისში მდებარე სომხურ ეკლესიას თავს 50-მდე ადამიანი ორგანიზებულად დაესხა თავს და ეკლესიის წარმომადგენლებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ამის შესახებ ინფორმაცია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაზე მოხდა „დაგეგმილი თავდასხმა, მოტივირებული ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიშნით“.
თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს იყო საყოფაცხოვრებო ინციდენტი და ეთნიკური ან რელიგიური სარჩული არ ჰქონია.
როგორც სომხური ეკლესიის განცხადებაშია აღნიშნული, შაბათს, დაახლოებით 16:00 საათზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ორგანიზებული პროვოკაცია. ქალბატონი ცდილობდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანის გაყვანას.წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქალბატონმა დაიწყო უკმაყოფილობის გამოთქმა სომეხი მღვდელმსახურის მიმართ, რომლის ავტომანქანაც, მისი აზრით, ხელს უშლიდა მანევრირებაში.
ამ დროს მანქანით მოახლოვდა აგრესიულად განწყობილი ორი მამაკაცი, რომლებიც ქალს მანქანის გაყვანაში დაეხმარნენ, მღვდელმსახური კი სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა.
ამ მომენტში ეზოში მდგარმა ახალგაზრდა დიაკვნებმა გაიგეს, რომ ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ქალს მანქანის გაყვანაში დაეხმარა, სომხების მისამართით იგინებოდა. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდეგ, მამაკაცი გამოვიდა მანქანიდან, ამოიღო ხელკეტი, გინების გაგრძელებით, აიღო ქვა და ცდილობდა დაერტყა სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელთათვის.ჩხუბის ხმის გაგებაზე ეპარქიის თანამშრომლები გარეთ გავიდნენ, ამ დროს მამაკაცმა ეპარქიის ერთ თანამშრომელს დაარტყა ზურგში. გაჩაღდა ხანმოკლე ჩხუბი.
ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ეს მამაკაცი, დაახლოებით 50 ადამიანისაგან მობილიზებული ჯგუფით, რომელთაგან, სომხური ეკლესიის განცხადების თანახმად, ზოგიერთი შეიარაღებული იყო ცივი იარაღით, მიუახლოვდა ეკლესიას და დაიწყო ჩხუბი სასულიერო პირებსა და ეპარქიის თანამშრომლებთან, ამავე დროს აგინებდნენ სომხებს. ამ მომენტში ეკლესიაში ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა, ცერემონიის მონაწილეები ხმის გაგებაზე გავიდნენ ქუჩაში, რის შემდეგაც თავდამსხმელები მათაც დაესხნენ თავს.
„ნანახით შოკირებული ქალები და ბავშვები მიიმალნენ ეკლესიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარს თვალს ადევნებდა სოლიდურად ჩაცმულ პირთა ჯგუფი. თავდასხმის შედეგად, სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ერთ მღვდელმსახურს კი ჩამოსწყვიტეს ჯვარი და თან წაიღეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
სომხური ეკლესია მოუწოდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო კვალიფიკაცია მისცენ აღნიშნულ ქმედებებს და გამოიძიონ ისინი, როგორც დანაშაული, რომელიც ჩადენილია ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა DFWatch-თან კომენტარისას თქვა, რომ „ჩხუბი მოხდა ყოფით ნიადაგზე, რადგან კამათი დაიწყო მანქანის გასაჩერებლ ადგილთან დაკავშირებით. სამქე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს.”
საქართველოს სომეხთა ეპარქიის იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების და რელიგიათშორისი თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ლევონ ისახანიანმა კი DFWatch-ს უთხრა, რომ შსს-მ ცემის მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც არასწორია. მისი თქმით, არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელსაც ეპარქია გაავრცელებს.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ „მასმედიის საშუალებებს, თავი შეიკავონ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობის გავრცელებისაგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქებს მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს და იქადაგონ ქრისტიანული სიკეთე და სიყვარული.
„ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს შიდა სტაბილურობასა და მრავალსაუკუნოვან ეთნოსთაშორის და რელიგიათაშორის ურთიერთობებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს საზოგადოების ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაყოფა,” – ნათქვამია განცხადებაში.
ჯერჯერობით ახალი სკოლის შენობის მხოლოდ ფუნდამენტია ჩაყრილი. (DF Watch.)
შვიდი წელია, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელ ლამბალოს სკოლის მოსწავლეებს დამხმარე სათავსოებში, მათ შორის პირუტყვის სადგომსა და საცხობში უწევთ მეცადინეობა.
2006 წელს ექსპერთა ჯგუფმა სკოლა ამორტიზებულად გამოაცხადა და დახურა. 2012 წელს სკოლის დემონტაჟი მოხდა, თუმცა ახალი სკოლის მშენებლობა მხოლოდ 2014 წლის იანვარში დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მთელი რიგი დაპირებებისა წინა და ახალი მთავრობების მხრიდან, რომ ახალი სკოლა მალე აშენდებოდა.
ძველი სკოლის დახურვის შემდეგ კლასები დამხმარე სათავსოებში მოეწყო, სადაც რთული პირობებია. ამიტომაც მოსწავლეთა ნაწილმა არჩია, ამ სკოლაში არ ისწავლოს და ახალი სკოლის მშენებლობას დაელოდოს.
Image may be NSFW. Clik here to view.
დროებით კლასებად დამხმარე სათავსოები, მათ შორის პირუტყვის სადგომებია გამოყენებული (DF Watch.)
ამჟამად ასეთ პირობებში მოწყობილ კლასებში ათასამდე ბავშვი სწავლობს. სკოლებში არის ქართული და აზერბაიჯანული სექტორები. განათლების სამინისტროს უკანასკნელი, 2013 წლის, მონაცემებით, ქართულ სექტორზე მხოლოდ 80 ბავშვი სწავლობს, დანარჩენი 935 კი აზერბაჯანულზე.
DF Watch ერთ-ერთ ასეთ სკოლას ეწვია, სადაც 400-მდე ბავშვი ორ ცვლად სწავლობს.
Image may be NSFW. Clik here to view.
Photo: მაქსუმი (მარცხნივ) და ბაბეკი (DF Watch.)
ნარხანუმი, ქალბატონი, რომელიც ამ შენობის მფლობელია, გვეუბნება, რომ მას უკვე შვიდი წელია აქირავებს. ახლა ზაფხულია. სწავლა არ არის. ნარხანუმს კლასებში მატყლი აქვს გაფენილი გასაშრობად. მან ოთახები დაგვათვალიერებინა.
ეზოში ერთი სახლია, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, და პირუტყვისთვის ორი სადგომი, რომელიც ორ ცვლად 400 ბავშვს ვიწრო კედლებში იტევს.
ნარხანუმის თქმით, ბავშვებს კიდევ ერთი წელი მოუხდებათ აქ სიარული, რადგანაც ახალი სკოლის მშენებლობა 2015 წლამდე არ დასრულდება.
მუშებმა, რომლებიც სკოლას აშენებენ, გვითხრეს, რომ მშენებლობა ოფიციალურად 2014 წლის იანვარში დაიწყო, თუმცა ცუდი ამინდების გამო ინტენსიური სამუშაოები მარტიდან განახლდა. ჯერჯერობით მხოლოდ ფუნდამენტია ჩაყრილი.
მუშების თქმით, აქ 1000 მოსწავლისთვის განკუთვნილი სამსართულიანი შენობა იქნება. განათლების სამინისტრომ მშენებლობა თურქულ კომპანიას დაუკვეთა, რომელიც ქართველ მუშებს ასაქმებს. მათ შენობა 2015 წლის სექტემბრამდე უნდა ჩააბარონ, ახალი სასწავლო წლისთვის. ახალი სკოლა იმავე ადგილას შენდება, სადაც ძველი სკოლა იდგა.
16 წლის ბაბეკი მეთერთმეტე კლასშია. მან კარგად არ იცის ქართული და თავისუფლად ვერ გველაპარაკება, თუმცა ამბობს, რომ სწავლის ხარისხით კმაყოფილია. ის ნარხანუმის ეზოში დადის სასწავლებლად.
მისი თქმით, ზამთარში ხანდახან კლასში ძალიან ცივა, მიუხედავად იმისა, რომ ხის ღუმელი დგას. ხანდახან ჭერიდან წყალი წვეთავს, ოთახი კი ძალიან პატარაა, თუმცა მაინც მოსწონს სკოლაში სიარული და არ ნანობს, რომ დადის. ჯერჯერობით არ იცის, სკოლის მერე სწავლასსად გააგრძელებს. ამას მეთორმეტე კლასში გადაწყვეტს.
14 წლის მაქსუმს კი ადვოკატობა სურს. ის მეცხრე კლასშია, სადაც 25 ბავშვი სწავლობს.
ჰაზი, მაქსუმის თანატოლი და მეგობარი, სკოლაში საერთოდ არ დადის, რადგანაც უკვე ერთი წელია ახალი სკოლის მშენებლობას ელოდება.
2013 წლის მაისში გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მაშინ განათლების მინისტრი იყო, ლამბალოს სკოლას ეწვია და ბავშვებს დაჰპირდა, რომ ისინი ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდებოდნენ, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა.
იმავე წლის აპრილში სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ ზომები მიეღოთ ლამბალოში აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პირობების გასაუმჯობესებლად.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მთავრობა ბავშვთა უფლებების კონვენციას არღვევს, ისევე როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონს.
ლამბალოს სკოლის დირექტორის, დავით როსტომაშვილის თქმით, აქ 1000-მდე ბავშვი სწავლობს, მათ შორის მეზობელი სოფლებიდან. დამხმარე შენობები, მათ შორის ბაგა-ბოსლები და საცხობები განათლების სამინისტრომ დროებითი კლასების მოსაწყობად იქირავა.
სახალხო დამცველის მოხსენებაში წერია, რომ, როდესაც მისი ოფისის წარმომადგენლები სკოლას ეწვივნენ, სკოლის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით საკლასო ოთახებში იგრძნობოდა მკვეთრი სუნი, ვინაიდან ტერიტორიაც და შენობებიც წლების განმავლობაში საქონლის სადგომისათვის იყო განკუთვნილი.
აქ წვიმის და უშუქობის დროს სწავლა წყდება. იატაკი ბეტონისაა, კელდები დაბზარულია, ოთახები კი ერთმანეთისგან არ არის კარგად იზოლირებული. თითქმის შეუძლებელია ოთახების გათბობა ზამთარში, ეზოში კი ონკანი არ არის, ამიტომაც სასმელი წყალი ბავშვებს სახლიდან მოაქვთ.
სკოლის დირექტორი ჯერ კიდევ ყოფილი მთავრობის განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, დაპირებას იხსენებს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 2012-ში ახალი სასწავლო წელი ახალ სკოლაში დაიწყებოდა, არადა მაშინ მშენებლობა დაწყებული საერთოდ არ იყო.
ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს მუსლიმთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი (DF Watch.)
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი წლებია, გადაუჭრელი რჩება. მთავრობები მუსლიმებს ჰპირდებიან, რომ პრობლემა გადაიჭრება, თუმცა მუსლიმთა თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, საკითხის გადაჭრა დროში გაიწელოს და რეალურად მის მოგვარებას თავს არიდებს.
DF Watch კიდევ ერთხელ ეწვია ბათუმის ორთა ჯამეს მეჩეთს პარასკევის ლოცვაზე დასასწრებად, როცა ასობით მუსლიმს მეჩეთის გარეთ, ეზოსა და ქუჩაში უწევს ლოცვა, რადგანაც სამლოცველო ყველას ვერ იტევს. ჩვენ ამ პრობლემის შესახებ ბათუმში მოქმედი ‘ქართველ მუსლიმთა კავშირის’ დამფუძნებელს, ტარიელ ნაკაიძეს ვესაუბრეთ:
პირველად როდის გაჩნდა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროება?
მეჩეთის საჭიროება ბათუმში სადღაც 15 წლის წინ გაჩნდა და შესაბამისად მაშინ დაიწყო ამ საკითხზე სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარება – სახელმწიფოს მოვთხოვეთ, რომ გამოეყო ადგილი და სხვა ძალიან ბევრი სახის ღონისძიება იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ბათუმში, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ბევრი ჩამოსული ტურისტიც ამ რელიგიას განეკუთვნება, ანუ მუსლიმები არიან, და შესაბამისად ესეც დამატებით კიდევ ერთი არგუმენტია, რათა ახალი დიდი მეჩეთი აშენდეს. ამას ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თითქოსდა თურქებთან რაღაც ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მომხდარიყო იქაური ტაძრების აღდგენა, აქაური მეჩეთის აშენება და ა.შ. მე ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკურ ჭრილში სახელმწიფოების დონეზე დაიწყო და ამაში მუსლიმი მრევლი საერთოდ არ მონაწილეობდა.
მთავრობა ახლა მუსლიმებს ორთა ჯამეს მეჩეთის გაფართოებას ჰპირდება. ეს შესაძლებელია?
მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი რამდენიმე მოსაზრების გამო. პირველია ის, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მისი გაფართოების არეალი არის მწირი. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც არის ვარაუდი, რომ უნდა გაფრთოვდეს, ცხოვრობს მოსახლეობა, რომლის განსახლებაც საკმაოდ სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახელმწიფო ამ საკითხის მოგვარებას აბსოლუტურად არ ცდილობს და დროში წელავს.
მაგრამ აქ არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხი – არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც უსამართლოდ ითხოვს, რომ ბათუმში არ უნდა აშენდეს მეჩეთი და სახელმწიფო ასრულებს საზოგადოების ამ ნაწილის უსამართლო მოთხოვნას. სახელმწიფო ცდილობს, ეს ხალხი არ გააღიზიანოს და მიმაჩნია, რომ ამ საკითხში ის თავის სახელმწიფოებრივ ვალდებულებას ვერ ასრულებს.
სიტუაცია ისე განვიტარდა, რომ ახლა მეჩეთის მშენებლობა უკვე საქართველოს დემოკრატიის ხარისხის ინდიკატორს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფომ და სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა მუფთიმაც გაიზიარა, ვფიქრობ, არის უსამართლო არა მარტო მუსლიმების, არამედ თავად სახელმწიფოებრიობის მიმართაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნის საკითხს დღის წესრიგიდან ვერ ამოვიღებთ და არ ამოვიღებთ.
Image may be NSFW. Clik here to view.
მუსლიმები ბათუმი ქუჩაში ლოცულობენ, რადგან მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს (DF Watch.)
ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ მთავრობა აპირებს, შექმნას კომისია, რომელიც იმუშავებს მეჩეთის მშენებლობის საკთხზე მთავრობის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან ერთად. ამ კომისიაში თქვენს ინტერესებს ვინ წარმოადგენს?
შექმენი კომისიები, თუ არ გინდა, რამე გააკეთო. ეს კომისიაც ამას ემსახურება. მე რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა ბატონ პაქსაძესთან (მუფთი). აბსოლუტურად გაურკვეველ სიტუაციაშია თვითონაც, რა უნდა მოხდეს და რასთან აქვს საქმე, თვითონაც ვერ ხვდება. ის არის იმ პოლიტიკის გამტარებელი, რაც დაავალეს. სრული გაურკვევლობაა, რამდენად შეძლებენ იმ ხალხის გასახლებას იქიდან, რადგანაც საკმაოდ სერიოზულ თანხებზეა საუბარი. მილიონები უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ ეს ხალხი გაასახლონ და მეჩეთი გააფართოვონ, არადა ახალი მეჩეთის მშენებლობა იმის ნახევარი არ დაჯდება.
მეჩეთის ღიად მშენებლობა, სახელმწიფოს ნებართვით შეცვლის აქ დამკვიდრებულ ფსიქოლოგიას,როცა ბავშვს სჯერა, რომ რადგან ის მუსლიმია, ის ბევრს ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში და ამის გამო უწევს რელიგიის დამალვა სახლის გარეთ. მეჩეთის მშენებლობა კი ამ დამოკიდებულებას შეცვლის. ეს არ აწყობთ იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს, მუსლიმი მოსახლეობა გააქრისტიანოს. ზოგადად პრობლემა ამ რეგიონში საკმაოდ სერიოზულია. ფსიქოლოგიურად უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა, რომ მას არავინ არ ჰკითხავს ბათუმში მეჩეთი აშენდება თუ არა, თუ რაიმე სამართლებრივი ნორმა არ ირღვევა ამ მშენებლობით.
ნიგვზიანში თავს დაესხნენ ადამიანებს, არ ალოცეს და არავინ არ დაისაჯა, ამას მოჰყვა წინწყარო, იქაც არავინ დაისაჯა, ამას მოჰყვა სამთაწყარო და სამთაწყაროში დღესაც ვერ ასრულებენ ლოცვას. ჩვენ ვერ შევძელით, რომ იქ ადამიანები სურვილისამებრ შევიდნენ და შეასრულონ ლოცვა. ჩვენ უნდა არ გავწყვიტოთ ეს ჯაჭვი. თუ სახელმწიფო არსებობს და ის არის სეკულარული, არავის აქვს უფლება, რომელიმე რელიგიას ხელი შეუშალოს. ხულოს რაიონში უმრავლესობა არის მუსლიმი. იგივე სიტუაცია რომ იყოს ხულოში, რომ, ვთქვათ, ქრისტიანები იჩაგრებოდნენ, ნებისმიერმა მოქალაქემ იგივე პოზიცია უნდა დაიჭიროს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობას საპატრიარქოსი ეშინია და არ უნდა მისი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა?
რა თქმა უნდა, სწორედ ამას ვიძახი. მეუფე დიმიტრი ჩამოვიდა და ჩაატარა საპროტესტო წირვა. როცა ასეთი დონის რელიგიური თანამდებობის პირი გამოდის და საპროტესტო ლოცვას ატარებს იმისთვის, რომ არ აშენდეს მეჩეთი, ამას უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემასთან მივყავართ და სახელმწიფოს სერიოზულად ეშინია. ამიტომაც ჩვენ, მუსლიმები, არ უნდა გავჩერდეთ.
სად არის ახლა ის ათი მილიონი, რომელიც ივანიშვილმა მეჩეთის მშენებლობისთვის გაიღო?
ივანიშვილმა თქვა, მე მუსლიმებს მეჩეთი უნდა ავუშენოვო. დღეს ამბობენ, რომ ივანიშვილმა ამისთვის გამოყო ათი მილიონი ლარი. ფული არავის არ უნახავს. მაგრამ არც არავინ ამბობს, რომ არის, ან არ არის.
მეჩეთის გაფართოების პროექტი თუ არსებობს?
ბუნებაში მსგავსი არაფერია. სხვათაშორის ბათუმში არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც მუსლიმები ლოცვას აღავლენენ. ხვალ კიდევ სხვა სახლები გაიხსნება, ზეგ კიდევ რაღაც სხვა. ლოცვას ვერ შეანელებ და ვერ შეაჩერებ.
ერაყიდან გამოქცეული ქურთი იეზიდები საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.
როგორც „საქართველოსიეზიდთასახლის” თავმჯდომარემაგიტმირზოევმა DFWatch-თან საუბრისას თქვა, ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსულია 50-მდე იეზიდი, რომლებმაც თავშესაფრის მიღების თხოვნით მთავრობას უკვე მიმართეს. ამასთან, მისი თქმით, თბილისში ლტოლვილების ახალ ნაკადსაც ელოდებიან.
ერაყში იეზიდებს რელიგიური ნიშნით უკვე რამდნეიმე კვირაა, სასტიკად დევნიან. ე.წ. „ისლამური სახალიფო“, რადიკალური ისლამისტების ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც თავისი სისასტიკით ავადსახსენებელ „ალ-ქაიდასაც“ გადააჭარბა, მათ ისლამის მიღებას აიძულებს. უარის შემთხვევაში სასტიკად უსწორდებიან და სიკვდილითაც კი სჯიან.
საქართველოში ჩამოსული იეზიდებისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, რადგან თავშესაფრის მიცემის შემთხვევაში მათთვის საცხოვრებელი ფართი და დახმარების სხვა საშუალებებიც უნდა იქნას მოძებნილი.
როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურში DFWatch-ს უთხრეს, ეს პროცედურა 6-თვიანია და ამ დროის განმავლობაში ხდება თითოეული განაცხადის ინდივიდუალურად შესწავლა, თუ რამდენად ემუქრება აპლიკანტს საფრთხე თავის ქვეყანაში, რამდენად შეიძლება იყოს მისი ცხოვრება საქართველოში უსაფრთხი და უკავშირდება თუ არა სხვა რაიმე პოლიტიკურ საკითხებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება.
მანამდე კი ლტოლვილი იეზიდები, როგორც აგიტ მირზოევი ამბობს, თბილისის ქალაქგარეთ ცხოვრობენ, სადაც მათთვის თავშესაფარი სწორედ აგიტ მირზოევის ორგანზაციის დახმარებით იქნა მოძებნილი.
„თბილისში მცხვორებ იეზიდებს გარკვეული კავშირები აქვთ სხვაგან მცხოვრებ თანამემამულეებთან და მათ შორის ერაყში მცხოვრებ ადამიანებთანაც. რაც ერაყში იეზიდების დევნა დაიწყო, ეს ადამიანები დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს. ჩვენ ძალიან დაჩქარებული ტემპით მოგვიწია სრული მობილიზაცია და რესურესების კონსოლიდაცია, რისი საშუალებითაც ჩამოვაყალიბეთ დახმარების ცენტრი, რომელმაც დაიწყო ამ ადამიანების პრაქტიკული და იურიდიული დახმარება,“ – ამბობს აგიტ მირზოევი.
მისი თქმით, იეზიდებს, რომლებიც ერაყში დევნას განიცდიან, საქართველოში კიდევ ელოდებიან, მაგრამ შიშობს, რომ 1 სექტემბრიდან, რაც საქართველოში ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდება, მათთვის შემოსვლასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას.
საქმე ისაა, რომ მათ ხშირად არც პასპორტები აქვთ და არც ვიზები. საქართველოში კი უვიზო შემოსვლის საკითხი მკაცრდება.
„ამ საკითხზე ვმუშაობთ იურისტებთან და ხელისუფლებასთანაც, და იმედი გვაქვს, რომ ასეთი კონკრეტული შემთხვევებისთვის გამოსავალს მოვძებნით“, – ამბობს მირზოევი.
სამხრეთ საქართველოში მდებარე სოფელ მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა შაბათს აქცია გამართეს. მათ არ სურთ, რომ ძველი მეჩეთის შენობა კულტურის სახლად გადაკეთდეს.
აქცია ადგილობრივმა ქრისტიანებმაც ჩაატარეს, ოღონდაც საწინააღმდეგო მოთხოვნებით, რადგანაც სურთ, რომ შენობაში კულტურის სახლი განთავსდეს.
ადგილობრივი გამოცემა ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერს, რომ სოფლის მუსლიმებს არ მოეწონათ, როცა დილით ადრე ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე მუშები მოვიდნენ. მუსლიმები უკვე დიდი ხანია, მოითხოვენ, რომ შენობა მათ გადაეცეთ, თუმცა ადიგენის გამგეობა ამტკიცებს, რომ ამ შენობას კულტურის სახლის სტატუსი აქვს და მათ ტენდერი გამოაცხადეს, რომ შენობა აღდგეს და განახლდეს.
საქართველოში მდებარე მეჩეთების უმეტესობა, ფუნქციურიცა და უფუნქციოც, რეგისტრირებულია, როგორც კერძო სახლები, ან სხვა დაწესებულებები, რადგნაც ქართული კანონმდებლობა მათ სალოცავებად დარეგისტრირების საშუალებას არ იძლევა. მუსლიმები ამტკიცებენ, რომ ეს შენობა ადრე მეჩეთი იყო.
კომპანია, რომელმაც თვითმმართველობის ტენდერში გაიმარჯვა, გეგმავდა, რომ შენობის დემონტაჟი შაბათს დაეწყო, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს და მუშები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია.
ქრისტიანები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ შენობის მუსლიმებისთვის გადაცემას და იქ ‘რაიმე მუსლიმურის’ აშენებას. მუსლმები კი არ აპირებენ შენობა დათმონ, არამედ ნებისმიერი ხერხით დაიცვან ის.
ორივე აქცია მშვიდობიანად დაიშალა, თუმცა შენობის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.
მოხეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმები არიან, რომლებიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდში მაღალმთიანი აჭარიდან გადმოასახლეს.
მოხეს მუსლიმებს არ მოსწონთ ყოფილ მეჩეთთან დაკავშირებულ კონფლიქტში მუფტის პოზიცია. (“ინტერპრესნიუსის” ფოტო.)
სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები სრულიად საქართველოს მუფთის შესაცვლელად პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. მათი აზრით, ის არალეგიტიმურია და თანაც მუსლიმებს ყალბ დაპირებებს აძლევს.
რამდენიმე დღის წინ სოფელ მოხეში კონფლიქტი წარმოიშვა. შენობას, რომელშიც, მუსლიმების მტკიცებით, ადრე მეჩეთი იყო, კულტურის სახლად გადაკეთებას უპირებენ. მუსლიმებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და შენობის მათთვის გადაცემა მოითხოვეს, თუმცა ადგილობრივი ქრისტიანები ამას ეწინააღმდეგებიან და სურთ, რომ შენობაში კულტურის ცენტრი განთავსდეს.
მუსლიმები იხსენებენ, რომ ადგილობრივი მთავრობა და სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ მათ დაპირდნენ, რომ არჩევნების შემდეგ შენობა მუსლიმებს გადაეცემოდათ.
ერთ-ერთი პრობლემა კი ის არის, რომ თითქმის ყველა მეჩეთი საქართველოში რეგისტრირებულია როგორც კერძო შენობა ან სხვა დაწესებულება, მაგალითად კულტურის სახლი, რადგანაც კანონმდებლობაში მკაფიოდ არ არის გაწერილი, როგორ უნდა დარეგისტრირდეს ასეთი სალოცავები. გამომდინარე აქედან, არც ეს შენობაა რეგისტრირებული. ის დარეგისტრირებულია კულტურის სახლად და ახლა კი ადგილობრივ მთავრობას სურს, რომ ის ნამდვილ კულტურის სახლად აქციოს.
როგორც ადგილობრივი გაზეთი ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერს, მოხეს მუსლიმები ახლა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ.
„ჩვენ, სამცხე-ჯავახეთის მუსლიმი საზოგადოება უნდობლობას ვუცხადებთ ჯემალ პაქსაძეს. მან და მთავრობამ ჩვენ მოგვატყუა. არ მივცემთ საშუალებას, ასეთი რამ განმეორდეს,“ ამბობს ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.
პაქსაძე მოხეში აქციების დროს არ გამოჩენილა, რამაც ბევრ მუსლიმს იმედი გაუცრუა. თუმცა მან განმარტა, რომ სამცხე-ჯავახეთს თავისი მუფთი ჰყავს, იქ არის ადგილობრივი მთავრობაც, ამიტომ არ იყო საჭირო მისი იქ გამოჩენა.
ჯემალ პაქსაძე მთავრობის მიერ შექმნილი მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელია. DFWatch-თან ინტერვიუში ტარიელ ნაკაიძე, ‘ქართველ მუსლიმთა კავშირის’ თანადამფუძნებელი, ამბობს, რომ ეს ადამიანი მთავრობის სათქმელს ამბობს და არ გამოხატავს მუსლიმთა პოზიციას, ასევე არ აღიქმება როგორც ნამდვილი რელიგიური ლიდერი. მისი აზრით, მუსლიმთა სამმართველოს გარდა საქართველოში ბევრი სხვა ისლამური ორგანიზაციაა, თუმცა მთავრობას სურს, წარმოაჩინოს, რომ სამმართველო ყველა ქართველი მუსლიმის პოზიციას გამოხატავს.
Photo: მოხეს მუსლიმებს არ მოსწონთ ყოფილ მეჩეთთან დაკავშირებულ კონფლიქტში მუფტის პოზიცია. (“ინტერპრესნიუსის” ფოტო)
მოხეს კონფლიქტი ოთხშაბათს გაგრძელდა, როცა მუშებმა დილიდან დაიწყეს სადავო შენობის დემონტაჟი.
მუსლიმები დემონტაჟის გასაპროტესტებლად მოვიდნენ, თუმცა მათ ადგილობრივი მართლმადიდებლები შეეწინააღდეგენ. ადგილზე მივიდა პოლიცია და პოლიციასთან დაპირისპირებისთვის 14 ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ დაკავებულთა უმეტესობას ბრალად ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედება. სამი კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის არის აყვანილი.
შენობის დემონტაჟი პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით გაგრძელდა. ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერს, რომ პოლიციის ჯაჭვის დანახვამ მუსლიმები გააღიზიანა. ერთ-ერთმა მათგანმა პატრულის მანქანის შუშა ჩატეხა, რასაც დაპირისპირება მოყვა.
ყველაფერი კი 18 ოქტომბერს დაიწყო, როცა მუშები პირველად გამოჩნდნენ სადავო შენობის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მთავრობა კულტურის სახლის მშენებლობას გეგმავს.
ადგილობრივი ოთარ გორგოძე ამბობს, რომ შენობაში 1924-დან 1937 წლამდე მეჩეთი იყო, თუმცა რეპრესიების შედეგად ის 1945 წელს დახურეს. კომუნისტებმა შენობაში კლუბი განათავსეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მეჩეთმა აუთენტური სახე დაიბრუნა.
„ამ შენობის დაბრუნება გვინდა უკან. ვის გაუგია მეჩეთის კულტურის ცენტრად გარდაქმნა?!“ კითხულობს ოთარ გორგოძე.
16 ოქტომბერს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც ესწრებოდნენ. მუსლიმებმა პრობლემებზე ისაუბრეს და პრემიერ მინისტრს პეტიცია გადასცეს 500-მდე ხელმოწერით, სადაც მოხეს მეჩეთის პრობლემაზე წერდნენ. მათ სიტუაცია აუხსნეს და გააცნეს გეგმა, რომ ადგილობრივ მთავრობას იქ კულტურის სახლის შენება სურს. მათ პრემიერს შენობის მუსლიმებისთვის დაბრუნება სთხოვეს.
ირაკლი ღარიბაშვილი მათ დაპირდა, რომ საკითხს შეისწავლიდა და პასუხს ერთ კვირაში ეტყოდა, თუმცა ორი დღის შემდეგ ადგილზე კვლავ მუშები გამოჩნდნენ და სამუშაოები დაიწყეს.
სოფლის ქრიატიანი მოსახლეობას ამ შენობაში კულტურის სახლის განთავსება უნდა და ადგილობრივ მთავრობას სთხოვენ, ამისთვის ყველა ზომა მიიღონ. მუსლიმები კი პოლიციის შენობასთან მივიდნენ დაკავებების გასაპროტესტებლად.
საქართველოს სახალხო დამცველმა მთავრობას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ და დაიცვან გარანტირებული თანაბარი უფლებები და რელიგიის თავისუფლება.
მოხეში არეულობის დროს 14 ადამიანი დააკავეს. (“ინტერპრესნიუსი”.)
ადგილობრივი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მოხეს სადავო შენობა ადრე ეკლესია იყო და მისი მუსლიმებისთვის გადაცემა მიუღებელია.
სოფელ მოხეში კონფლიქტი წინა კვირას დაიწყო, როცა მუშები მოვიდნენ სადავო შენობის დემონტაჟისთვის, რატა იქ კულტურის სახლის აშენება დაეწყოთ.
მუსლიმები ამტკიცებენ, რომ წლების წინ ამ შენობაში მეჩეთი იყო, ხოლო ქრისტიანები ამბობენ, რომ იქ ეკლესია იყო.
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ 1595 წელს ამ შენობაში იყო ეკლესია, რასაც ისტორიული წყაროებიც ადასტურებს.
პარასკევს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ 1920-იან წლებში იყო გეგმა, რომ ეკლესია დაენგრიათ და იქ მეჩეთი აშენებულიყო, თუმცა მშენებლობა არასდროს დასრულებულა და შესაბამისად, იქ ფუნქციური მეჩეთი არც არასდროს ყოფილა.
ის კულტურის სახლად იქცა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობა უფუნქციო გახდა.
მეუფე თეოდორე აცხადებს, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ კი ეს შენობა საპატრიარქოს გადაეცემა და შენობის ბედს ის განსაზღვრავს.
ქობულეთი, DFWatch – ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში მუსლიმების მიმართ მტრული დამოკიდებულება მძაფრდება. 2012 წელს მათ სოფელ ნიგვზიანში მეჩეთის აშენებისას დაუპირისპირდნენ; 2013 წელს კი სამთაწყაროს მოსახლეობის ნაწილი მათ პარასკევს ლოცვის საშუალებას არ აძლევდა; ამას მოჰყვა ჭელას სკანდალი, სადაც მინარეთის დემონტაჟი განახორციელეს.
ახლახან საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთმა კონფლიქტმა მიიპყრო, რომლის ეპიცენტრია ქობულეთი, სადაც ადგილობრივი ქრისტიანული უმრავლესობა მაჰმადიან უმცირესობას რელიგიური სკოლის გახსნის საშუალებას არ აძლევს.
Image may be NSFW. Clik here to view.
სასადილო ძველ მედრესეში (DF Watch.)
საუბარია ქობულეთის ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობაზე, რომელსაც თურქი მეპატრონისგან ორგანიზაცია “ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის” თავმჯდომარე რამაზ კაკალაძე ქირაობს. 15 სექტემბერს ამ შენობაში მუსლიმური სკოლა, მედრესე, უნდა გახსნილიყო, მაგრამ მეზობლებმა ამის საშუალებას არ მისცეს და ამიტომ შენობა ახლა ცარიელია.
დაპირისპირება უკვე ექვსი თვე გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მედრესეს გახსნას როგორც სამართლებრივად, ასევე ფიზიკური ძალით უპირისპირდება. მათ სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული და შიგადაშიგ ქუჩის ბლოკირებას ახდენენ და საპროტესტო აქციებს მართავენ. დაპირისპირებამ პიკს 10 სექტემბერს მიაღწია, როდესაც ვიღაცამ სიახლოვეს ღორი დაკლა და მისი თავი შენობის კარზე მიაჭედა.
პროტესტის მონაწილეები აღიარებენ, რომ შენობასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია სამართლებრივად წესრიგშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებაც გათვალისწინებული უნდა იყოს და ამ ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ უბანში მედრესე არ უნდა ფუნქციონირებდეს. DFWatch-მა გადაწყვიტა ქობულეთში ჩასულიყო და ამ ხანგრძლივი კონფლიქტის დეტალები საკუთარი თვალით ეხილა.
Image may be NSFW. Clik here to view.
საკლასო ოთახი ახალ მედრესეში (DF Watch.)
რას ჰყვებიან მეზობლები
როდესაც ადგილზე ჩავედი, პარასკევის ღრუბლიანი დილა იყო და ლერმონტოვის ქუჩაზე სიმშვიდე სუფევდა. დაპირისპირებაზე მხოლოდ 13 ნომერთან გაჩერებული საპარტულო პოლიციის მანქანა და შენობის წინ სამშენებლო ნარჩენებისგან აღმართული სახელდახელო ბარიკადები მიანიშნებდა.
თუმცა რამდენიმე წამში ადგილობრივების მცირე ჯგუფი მომიახლოვდა. ისინი მგზნებარედ მიყვებოდნენ მიმდინარე დაპირისპირების შესახებ და მათი პოზიციის მოსმენასაც მოითხოვდნენ.
რუსულის მასწავლებელმა ჟუჟუნა კალაძემ, რომელიც მიმდებარე სახლში ცხოვრობს, ლერმონტოვის ქუჩის დრამატული ამბები მომიყვა. თქვა, რომ 13 ნომერში მდებარე სახლი ადრე ქართულ ოჯახს ეკუთვნოდა, რომელმაც ის “სტამბულელ თურქს, მუსტაფა ბუიუკს” მიჰყიდა.
მისი თქმით, ახალი მფლობელი ლერმონტოვის ქუჩაზე არავის უნახავს და სახლს მისი წარმომადგენელი, ბ-ნი კაკალაძე განაგებდა. ჟუჟუნა კალაძე მას სიცრუეში ადანაშაულებს, ამბობს, რომ კაკალაძე ადგილობრივებს ჰპირდებოდა, რომ ამ სამსართულიან სახლში მხოლოდ ქართული ოჯახები იცხოვრებდნენ. თუმცა, როდესაც სამმეტრიანი ღობის აღმართვა დააპირეს, მივხვდით, რომ აქ რაღაც ცუდი ხდებოდაო, ამბობს მეზობელი. საბოლოოდ კი, მისი თქმით, აღმოაჩინეს, რომ აქ მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნას აპირებდნენ.
აღშფოთებულმა მეზობლებმა 24-სათიანი მეთვალყურეობა დააწესეს და მედრესეს გახსნის ჩასაშლელად ყველა ზომას მიმართეს – იჩივლეს როგორც სამოქალაქო, ისე რელიგიურ ინსტანციებში.
“აქ არც ერთი მუსლიმი არ ცხოვრობს, და ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, რომლებიც აქ ვცხოვრობთ, ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით… (მაჰმადიანური) რწმენის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. შეუძლიათ რამდენიც უნდა ილოცონ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე, მაგრამ აქ არა, სადაც ჭეშმარიტი ქრისტიანები ცხოვრობენ,” ამბობს ჟუჟუნა კალაძე.
ნანა ყურშუბაძე, რომელიც იმავე ქუჩაზე, ოღონდ რამდენიმე სახლის მოშორებით ცხოვრობს, იგივე მოსაზრებას იზიარებს. ამბობს, რომ თუ მედრესე მაინც აშენდება, ამან შეიძლება სისხლისღვრა გამოიწვიოს. “მაგრამ, ჩვენ ეს არ გვსურს, მხოლოდ ჩვენი ბავშვების დაცვა გვინდა,” ამბობს ნანა.
კიდევ ერთი აქტივისტი ამბობს, რომ მათ არა მარტო მთელი ქობულეთი უჭერს მხარს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ხალხი შეიძლება ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდანაც კი ჩამოვიდეს.
Image may be NSFW. Clik here to view.
ნანა ყურშუბაძე (TV 25.)
რწმენის დაკარგვის შიშით
და მაინც, რას უფრთხის ეს ხალხი? ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მაჰმადიანური სასულიერო შენობები აჭარაში თურქეთის შემოჭრის წინაპირობას წარმოადგენს. „ეს მათი იდეოლოგიური ომის ნაწილია,“ ამბობს ჟუჟუნა კალაძე.
მეტიც, ის და ქუჩის სხვა მაცხოვრებლები შიშობენ, რომ მედრესე მხოლოდ დასაწყისია და მას მალე მეჩეთის მშენებლობაც მოჰყვება, რაც, თავის მხრივ, სალოცავად მოლას ხმამაღალი მოწოდებებსა და დაუსრულებელ ხმაურს გამოიწვევს.
ამას გარდა, ადგილობრივები შიშობენ, რომ მედრესეს გახსნა მუსლიმი მოსახლეობის ზრდას შეუწყობს ხელს. ზურა, კდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს, ამბობს, რომ აჭარაში მედრესეები მოსწავლეებს ღარიბ ქართულ ოჯახებში პოულობენ და მათ თურქეთში უფასო განათლების პერსპექტივით ხიბლავენ. „სწორედ ეს იზიდავს ამ ოჯახებს, ყველა სხომ არა აქვს საშუალება, ბავშვებს განათლება მისცეს. მაგრამ, არც ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ გაცვლის რწმენას განათლებაში,“ ამბობს ზურა.
სკოლის ბლოკადა
ბოლო 6 თვის მანძილზე ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლები მუსლიმური სკოლის გახსნის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებდნენ. ჟუჟუნა კალაძე ამბობს, რომ ქობულეთში ერთი მედრესე უკვე არის, ასე რომ, ახალის გახსნის საჭიროება საერთოდ არ არსებობს.
სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ მედრესე თითქმის ცარიელია. „თითქმის“ იმიტომ, რომ, ადგილობირვების ცნობით, იქ „სამიოდე ადამიანი“ მაინც დადის.
„ჩვენ მთელი დღეები ვფხიზლობთ, რათა მათ იქ ბავშვები არ შეიყვანონ. იმიტომ, რომ თუ შევლენ, მერე იქიდან ხომ არ გამოვყრით? ეს არაჰუმანრი იქნებოდა, ამიტომ ვცდილობთ, რომ არ დავუშვათ ბავშვების იქ შეყვანა,“ ამბობს ჟუჟუნა კალაძე.
ამავე დროს ზურა (რომელმაც თავის გვარის გამხელა არ ისურვა) ამბობს, რომ 24-საათიანი მეთვალყურეობა დიდ შრომას მოითხოვს: ადამიანები ხშირად სამსახურსაც აცდენენ, არ სძინავთ და ამ სიტუაციით ძალიან დაღლილები არიან.
Image may be NSFW. Clik here to view.
სახლი, სადაც ახალი მედრესე უნდა განთავსდეს (DF Watch.)
ალყაშემორტყმული მოსწავლეები
როდესაც საბოლოოდ მედრესეში მოვხვდი, იქ კახა კახაძე დამხვდა, ერთადერთი მოსწავლე, რომელიც აქ 15 სექტემბრის შემდეგ ცხოვრობს. ის ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და, ამასთანავე, 8 წელზე მეტია ისლამს სწავლობს. ბოლო 3 წელი ქობულეთის ძველ მედრესეში იღებდა განათლებას და სექტემბრიდან ახალში აპირებდა სწავლის გაგრძელებას.
ის მიიჩნევს, რომ მუსლიმების წინააღმდეგ ადგილობრივების ნეგატიური დამოკიდებულება უკავშირდება რწმენას, თითქოს აჭარელი მუსლიმები მთლიანად თურქეთის გავლენის ქვეშ არიან. „ისინი სასულიერო შენობებს თურქეთის მიერ (აჭარის) ოკუპაციისა და ექსპანსიის ინსტრუმენტად მიიჩნევენ. თუმცა, ამავე დროს, უპრობლემოდ სარგებლობენ თურქული მაღაზიებით, რესტორნებითა და სასტუმროებით,“ ამბობს კახა და უმატებს, რომ ისლამი არანაირად არ უშლის ხელს, საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყოს.
Image may be NSFW. Clik here to view.
მოსწავლეები ძველ მედრესეში (DF Watch.)
გადაჭედილი ძველი მედრესე
40 მოსწავლისთვის განკუთვნილ სკოლაში ამჟამად სიჩუმეა. ის სრულად აღჭურვილი და მომზადებულია სწავლების ნებისმიერ დროს დასაწყებად, ოღონდ მანამდე სკოლის ალყა უნდა დამთავრდეს.
თუ ეს მედრესე მუშაობას დაიწყებს, მოსწავლეები ყოველდღიურად 1,5 საათს ყურანის სწავლას დაუთმობენ, დარჩენილი დრო კი დაეთმობა ჩვეულებრივი საჯარო სკოლის სასწავლო პროგრამას, როგორც სხვა მედრესეებში ხდება-ხოლმე.
მაშინ, როდესაც ეს მედრესე სტუდენტებისთვის კვლავ მიუწვდომელია, ძველი მედრესე რუსთაველის ქუჩაზე, რომელიც 2004 წლიდან ფუნქციონირებს, განკუთვნილზე სამჯერ მეტ მოსწავლეს იღებს. ამ დროისათვის იქ 29 მოსწავლე სწავლობს, არადა ის 10-ის მისაღებად არის გამიზნული; სამზარეულოსა და მცირე საკლასო ოთახებს სასწრაფო რემონტი ესაჭიროება და ახალგაზრდებს სალოცავ ოთახში გაშლილ ლეიბებზე სძინავთ.
მუფტი: ჩვენარსად არ გადავდივართ
სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ ისინი ლერმონტოვის ქუჩიდან გადასვლას არ გეგმავენ. მან აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში სწორედ მუსულიმები არიან დაზარალებულები, და არა პირიქით. “ეს არის კერძო საკუთრება და მეზობლების გადასაწყვეტი არ არის, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ თუ არა. მაგალითად, მე ვცხოვრობ უბანში, სადაც 99 პროცენტი არამუსლიმია, მაგრამ არავის შეუძლია იქიდან გადასახლება მომთხოვოს,” ამბობს პაქსაძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარება ცდილობს, და მას ობიექტური გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს.
ამავე დროს, ყველაზე გავლენიანმა ინსტიტუტმა ქვეყანაში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ღორის თავთან დაკავშირებული სამარცხვინო ინციდენტი დაგმო, როგორც ისლამოფობიური აქტი, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობა მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება.
Image may be NSFW. Clik here to view.
ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლების სადღეღამისო მორიგეობა (DF Watch.)
აქტივისტებისამართალს მოითხოვენ
ქობულეთის მუსლიმურ სასწავლებეთან დაკავშირებული ვნებათაღელვის პარალელურად, უფლებადამცველები იმ ადამიანების დასჯას მოითხვენ, რომლებმაც ღორის თავის ინციდენტით მუსლიმების რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ინციდენტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო არჩილ გვიანიძე, ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, რომელიც “ქართულ ოცნებასთანაა” დაკავშირებული. ის და მისი თანამზრახველები “წვრილმანი ხულიგნობის” ბრალდებით ამის გამო 100-100 ლარით დაჯარიმდნენ.
ეს გადაწყვეტილება უფლებათადამცველებმა მკაცრად გააკრიტიკეს. 24 სექტემბერს შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ღია წერილი, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ ღორის თავის მიჭედება მაჰმადიანური სკოლა-პანსიონის კარებზე სიძულვილისა და დევნის უკიდურესად უხეშ დემონსტრირებას წარმოადგენდა. მათი აზრით ამ ინციდენტის “წვრილმან ხულიგანიზმად” კვალიფიცირება არასწორია.
მათი აზრით, ეს ინციდენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის ქვეშ უნდა მოექცეს, რომელიც ეხება დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, პროფესიული, რელიგიური ან მეცნიერული მოღვაწეობის გამო და პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მათ პოლიციაც პასიურობის გამო გააკრიტიკეს.
თამარ ივერს კონცერტის გადადება მშობიარობის გამო მოუწია.
ცნობილი საოპერო მომღერლის, თამარ ივერის თბილისელ გულშემატკივრებს მისი საქველმოქმედო კონცერტის სანახავად ორი თვე მოუხდებათ ლოდინი.
ქართული მედია-საშუალებები წერენ, რომ მას ტყუპები ეყოლა, რის გამოც კონცერტი 10 დეკემბრისთვის გადაიდო.
ამ ამბავს თავის ფეისბუქის გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძეც გამოეხმაურა და მომღერალს მიულოცა.
ქართველმა საოპერო მომღერალმა საქველმოქმედო კონცერტი მას შემდეგ დაგეგმა, რაც მისი გამოსვლა „ოპერა ავსტრალიასა“ და „ლე მონეში“ გაუქმდა. ეს კი მის ჰომოფობიურ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მომღერალმა 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ დაწერა „ფეისბუქზე“. ამ დღეს დაგეგმილი იყო მცირერიცხოვანი აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თუმცა ათასობით რელიგიურმა რადიკალმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
წერილში თამარ ივერი სექსუალურ უმცირესობებს „ფეკალურ მასებს“ ადარებდა. წერილის გამო ივერს დღემდე აკრიტიკებენ და ამის გამო მას „ოპერა ავსტრალიაში“ 2014 წლის ივნისში გამოსვლის გაუქმება მოუწია.
2014 წლის ივლისში ბოდიში მოიხადა წერილის გამო და „იდენტობასთან“ ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონცერტის შესახებ გამოაცხადა. კონცერტი 11 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ეს დღე კი საერთაშორისო „ქამინგ აუთის“ დღეა.
კონცერტი ეძღვნება ლგბტ პირებს და ყველას, ვინც ძალადობის მსხვერპლია.
პოლიციასა და მუსლიმებს შორის შეტაკების შედეგად 14 ადამიანი დააკავეს. (Interpressnews.)
საქართველოს სახალხო დამცველი აპირებს, დააკვირდეს ახალი კომისიის მუშაობას, რომელიც სამხრეთ საქართველოს სოფელ მოხეში მეჩეთის გარშემო მიმდინარე კონფლიქტს შეისწავლის.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მისი აზრით ხალხის ნდობა კომისიის მიმართ შესაძლოა გაიზარდოს, თუ მის მუშაობაში პირადად, დამკვირვებლის სტატუსით, ჩაერთვება.
მისმა ოფისმა ამ საკითხზე ორშაბათს გააგზავნა მოთხოვნა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოში, რომელსაც კომისია ექვემდებარება.
„მოხარული ვიქნებით, თუ ომბუდსმენი ჩაებმება არა მხოლოდ როგორც დამკვირვებელი, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ საკითხის განხილვაში,’’ განუცხადა DF Watch-ს ზაზა ვაშაყმაძემ, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მოხეს მუსლიმ და მარლთმადიდებელ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 2014 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო.
მუსლიმებმა შენობის მათთვის გადაცემა მოითხოვეს, მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამტკიცებდა, რომ შენობას კულტურული სტატუსი ჰქონდა და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წამოეწყოთ.
ამის ფონზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრალდებით თოთხმეტი ადამიანი დააკავეს. სამი დაუსჯელად გაათავისუფლეს, დანარჩენები კი 250-250 ლარით დააჯარიმეს.
ადგილობრივი მუსლიმები მომხდარს მთელი კვირა აპროტესტებდნენ და შვილებს სკოლაში არ უშვებდნენ.
მუსლიმებმა სახელმწიფოს ის დაპირება შეახსენეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, 2014 წლის ივნისში მისცეს, რომ ისინი მიიღებდნენ შენობას.
ამის პარალელურად, მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემა მოითხოვა. მათ თქვეს, რომ აქ ოდესღაც იყო ეკლესია, რომელიც განადგურდა და ამ ადგილას მეჩეთი არასდროს ყოფილა.
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში თითქმის ყველა მეჩეთს სამლოცველოს ნაცვლად კულტურული ან სხვა სტატუსი აქვს. მათ რიცხვში შედის მოხეს მეჩეთიც, რომელიც ოფიციალურად ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა და დაპირისპირება მიუღებელია, რომ მოხეს უკვე აქვს მეჩეთი და ადგილობრივ მუსლიმებს ლოცვის პრობლემა არა აქვთ.
ადამიანთა უფლებების რამდენიმე ორგანიზაცია საქართველოში მიიჩნევს, რომ მოხეს საკითხი არის მუსლიმი თემის დევნის ფორმა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო.
კომისია, რომელიც მოხეს კონფლიქტს უნდა გაუმკლავდეს, შეიქმნა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ფარგლებში და მასში შედიან კულტურის სამინისტროს, მუსლიმი თემისა და მართლმადიდებლების წარმომადგენლები. კომისია თავის პირველ სხდომას 2014 წლის 27 დეკემბერს გამართავს.
პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამეს მეჩეთში. (DF Watch.)
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მოქმედი ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსებას აორმაგებს, განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთხშაბათს.
ეს კონფესიებია კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ისლამი და იუდაიზმი.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ დაამატა, რომ მომავალში ეს სია შესაძლოა გაფართოვდეს და კიდევ ორი ან სამი რელიგიური ჯგუფი დაემატოს. მისივე თქმით, ეს ჯგუფები შერჩეული ჯერ არ არის.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები დაგვეხმარება ამ პროცესში,’’ თქვა მან.
2014 წლის აღწერის საველე ეტაპი დასრულდა 19 ნოემბერს. წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2015 წლის აპრილში, საბოლოო შედეგები კი 2016 წლის აპრილში.
ვაშაყმაძემ განმარტა, რომ რელიგიური ჯგუფების საჯარო დაფინანსება ძირითადად განკუთვნილია კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და რელიგიური მომსახურებისთვის.
2014 წელს საქართველომ რელიგიურ ჯგუფებს 4.5 მილიონი ლარი გადაუნაწილა. საერთო თანხა თანაბრად გადანაწილდა ოთხ თემში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად იქნა აღქმული ბევრის მიერ, რადგანაც იგი სხვა რელიგიურ ჯგუფებს არ მოიცავდა.
ვაშაყმაძემ თქვა, რომ 2015 წელს თანხა გაორმაგდება და ისევ თანაბრად გადანაწილდება. ოთხი თემი არჩეულ იქნა მათი წევრების რაოდენობის საფუძველზე.
ადრე საპატრიარქო, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველი ორგანო, იყო ერთადერთი რელიგიური ჯგუფი საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე აფინანსებდა, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც „კონკორდატი’’, ხელმოწერილი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის 2002 წელს.
დოკუმენტის მიხედვით, წლიური დაფინანსების ძირითადი მიზეზი იყო ბოლშევიკების მმართველობის დროს 1920-30-იან წლებში ეკლესიის მიერ განცდილი ზარალი.
საპატრიარქომ 2014 წელს 24 მილიონი ლარი მიიღო და 2015 წელსაც იგივე ოდენობის თანხას მიიღებს. 2013 წელს საქართველოს ეკლესიამ სახელმწიფოსგან 22.8 მილიონი ლარი მიიღო.
შუაღამის მესა თბილისის ქალწული მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში. (DF Watch.)
მთავრობის რამდენიმე წევრი დაესწრო შუაღამის მესას გასულ ღამეს თბილისის ქალწული მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში.
ცერემონია დაიწყო 23:30 საათზე და ლოცვა აღასრულა ჯუზეპე პაზოტომ, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა.
მესას დაესწრნენ ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი.
„მინდა ყველას ვუსურვო, რომ ეს დღე გახდეს მნიშვნელოვანი. გილოცავთ შობას,’’ უთხრა პაზოტომ ჟურნალისტებს ლოცვამდე და ასევე მიულოცა მართმადიდებელ ეკლესიას დამდეგი შობა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც რუსული და უკრაინული ეკლესიები, იულიანური კალენდრით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვითაც შობა აღინიშნება 7 იანვარს.
ნარმანიამ განაცხადა, რომ მოვიდა, რათა მიელოცა თავისი ძმებისა და დებისთვის შობა და ესურვებინა ბედნიერება, კარგად ყოფნა და სიმტკიცე.
„ქრისტიანებისთვის არ არის შობაზე უფრო დიდი დღესასწაული,’’ თქვა სუბარმა და კათოლიკეებს შობა მიულოცა.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთეს საშობაო მილოცვები.
პრემიერ მინისტრმა დაწერა, რომ ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს აღნიშნავს შობას და ულოცავს საქართველოს ყველა მკვიდრს, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
„თითოეული შობა არის რწმენა და იმედი უკეთესი მომავლისა,’’ დაწერა მან.
პრეზიდენტმა უსურვა სიყვარული, კარგად ყოფნა, მშვიდობა და ბედნიერება.
„ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზე ჩვენ გვაქვს იმედი განახლებისა და ნათელი მომავლისა,’’ დაწერა მარგველაშვილმა.
უახლესი მონაცემების მიხედვით, კათოლიკეები საქართველოს მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ, მუსლიმები 10 პროცენტს და სომხური ეკლესიის მიმდევრები კი 4 პროცენტს. 83 პროცენტზე მეტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია.
სომხური ანბანის შემქმნელის, მესროპ მაშტოცის ძეგლი ახალქალაქში. („ინტერპრესნიუსი“)
საქართველოს სამხრეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის მძიმე ზამთარი დადგა. რუბლის დაცემის გამო ნაკლებ თანხას აგზავნიან ნათესავები, რომლებმაც სამუშაო რუსეთში იპოვეს. საქართველოს ახალი საიმიგრაციო კანონი კი აიძულებს ხალხს ბინადრობის ნებართვა მოიპოვონ, რაც ყველა გადასახადის გადახდის შემთხვევაშიც კი გარანტირებული არ არის.
დაუსაქმებლობა რეგიონში
ახალქალაქი მდებარეობს ვულკანურ პლატოზე ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე. ადგილობრივების თქმით, აქ ძირითადად მოჰყავთ კარტოფილი, კომბოსტო და სტაფილო. ეს არაა ისეთი პროდუქტი, რომელიც კარგ მოგებას მოიტანს.
თუმცა ყველა სხვა შესაძლებლობა ამოწურულია. ყველაზე დიდი დამსაქმებელი რუსული სამხედრო ბაზა იყო, რომელიც 2007 წელს დაიხურა. საჯარო სექტორში დასაქმებისა და მცირე ბიზნესის გარდა ქალაქს თითქმის არაფერი გააჩნია, რომ სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზოს.
„არ არის აქ სამუშაო. საბჭოთა კავშირის დროს კაცები რუსეთში მიდიოდნენ სამუშაოდ და მათი ცოლ-შვილი აქ რჩებოდა. ახლაც კი, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, როცა გვაქვს ახალი ქვეყნები ახალი საზღვრებით, იგივე დამოკიდებულებაა შენარჩუნებული და ხალხი ისევ საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ,“ განმარტავს ახალქალაქის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნაირინ ირიჩიანი.
ვალუტის პრობლემები
მუშახელის მიგრაცია რეგიონის წლიურ ციკლზე თვალშისაცემ ზემოქმედებას ახდენს. ახლა ზამთრის არდადეგებზე მთელი რეგიონი გამოცოცხლებულია, რადგანაც კაცები ისვენებენ თავიანთი სამსახურებისგან რუსეთსა და სომხეთში. ადგილობრივმა ჟურნალისტმა შუშანა შირინიანმა თქვა, რომ კაცები, როგორც წესი, გაზაფხულამდე რჩებიან და შემდეგ უკან ბრუნდებიან. „შემდეგ იწყება ‘ქალების სეზონი’, როცა (ოჯახის რჩენის) მოვალეობა ქალების მხრებზეა,“ თქვა შირინიანმა.
მაგრამ, წელს ოჯახების შეკრება არც ისე საზეიმოა, როგორც ადრე იყო-ხოლმე. რუსული რუბლი გასულ წელს განახევრდა და ქართული და სომხური ვალუტაც ქვემოთ გაიყოლა. „რაც ხალხმა წლის განმავლობაში გამოიმუშავა, ისე შემცირდა, თითქოს საერთოდ უფასოდ ემუშავოთ,“ უთხრა შირინიანმა DF Watch-ს.
რუბლის დაცემა მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა ჯავახეთის სომხებისთვის. მათ უდიდეს ნაწილს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობს, სომხური პასპორტი აქვს და არა ქართული. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, ქართველი მოქალაქეებისთვის გართულდა რუსეთში სამუშაოს შოვნა და ბევრმა არჩია ბედი სომხეთში ეძია, რაც სომხეთის პასპორტით უფრო ადვილია.
ირიჩიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯავახეთის სომხები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს წმინდა წყლის პრაგმატული მოსაზრებების გამო ამბობენ. „ბევრი კრიტიკოსი ამბობს, რომ სომხეთმა სამცხე-ჯავახეთის სომხებს პასპორტები იმიტომ დაურიგა, რომ შემდეგ ეს რეგიონი შემოიერთოს. მაგრამ ეს შორსაა სიმართლისაგან. ხალხს საქართველოში რომ ჰქონოდა სამსახური, ისინი არასდროს აიღებდნენ სომხეთის პასპორტებს და არასდროს დატოვებდნენ ქვეყანას, თავიანთ სახლებსა და ოჯახებს.’’
საიმიგრაციო კანონმა პრობლემები შექმნა
2014 წლის 1 სექტემბრამდე სომხეთის მოქალაქეებს შეეძლოთ საქართველოში ცხოვრება დამატებითი დოკუმენტების გარეშე, თუ ისინი გადაკვეთდნენ საზღვარს წელიწადში ერთხელ მაინც. მაგრამ ახალმა საიმიგრაციო კანონმა ყველაფერი შეცვალა. ახლა ჯავახეთის სომხებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს, საკუთარ სახლში დარჩენა მხოლოდ სამი თვით შეუძლია და შემდეგ სამი თვით უნდა დატოვონ იგი.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ახალქალაქიდან სამველ პეტროსიანმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება ამჟამინდელი საიმიგრაციო კანონის მიმართ და თქვა, რომ იგი არღვევს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებებსა და ინტერესებს.
„ეს ახალი კანონი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა სამცხე-ჯავახეთში. აქ მცხოვრები ხალხის უმრავლესობა სომეხია, ყველა ოჯახს ჰყავს ნათესავები სომხეთში და ჩვენ ხშირად ვკვეთთ საზღვარს. ეს კანონი კი ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას საზღვარზე,“ თქვა მან.
პეტროსიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ რეგიონში ბევრი ოჯახია შერეული ქორწინებით, როცა ერთ მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მეორეს კი სომხეთისა. „მაგრამ ამ კანონის მიხედვით, სომხეთის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა წელიწადში მხოლოდ ექვსი თვით შეუძლია. ამგვარად ეს ნიშნავს, რომ ასეთ ოჯახს ერთად ყოფნის უფლება ექვსი თვითა აქვს და დანარჩენი ექვსი თვე დაშორებული იქნებიან. ასე ინგრევა ოჯახები.“
აქედან გამომდინარე არ იყო გასაკვირი გრძელი რიგები ადგილობრივ იუსტიციის სახლში, როცა ხალხი ცდილობდა მიეღო დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა. თითოეული საბუთი 210 ლარი ჯდება და ზოგჯერ განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს, რომ საბანკო ანგარიშზე 4000 ლარი აქვს. ამ ღარიბი რეგიონისთვის ეს ფრიად ძვირადღირებული პროცედურაა. მაგალითად, ოთხსულიანს ოჯახს ეს პროცედურა (დამატებითი საბუთების ჩათვლით) 850 ლარზე მეტი დაუჯდება.
გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, არავინ იცის მათ განცხადებებს დააკმაყოფილებენ თუ უარყოფენ. ხალხი, რომელსაც ვესაუბრე, ეთანხმება იმ აზრს, რომ უარის რაოდენობა უფრო მაღალია და ამის მიზეზები, როგორც წესი, უცნობი რჩება-ხოლმე. „მაგალითად, მახსოვს ერთი კაცი მახლობელი სოფლიდან. მან მითხრა, რომ უკვე ოთხჯერ უთხრეს უარი. იუსტიციის სახლის თანამშრომლები კი ისევ აიმედებენ, რომ კვლავ შეიტანოს განაცხადი. მას არ ესმის, რატომ ეუბნებიან ისინი, რომ კვლავ მიმართოს მათ და ფული გადაიხადოს, მას შემდეგ, რაც ამდენჯერ უთხრეს უარი,“ თქვა ირიჩიანმა.
გაურკვევლობა განმცხადებლებს აშინებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელიც ბინადრობის ნებართვის გაცემაზეა პასუხისმგებელი, DF Watch-ს არ მიაწოდა ოფიციალური სტატისტიკა, რომელშიც მოცემული იქნებოდა სომხეთის მოქალაქეების განცხადებები საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე და უარყოფა-დაკმაყოფილების რიცხვი.
გაურკვევლობა აშინებს მათ, ვისაც ბინადრობის ნებართვა სჭირდება. ადგილობრივი მცირე ბიზნესის მფლობელმა, რომელიც თავის ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, თქვა, რომ ცოტა შეშინებულია გადაიხადოს ფული ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო განაცხადის შეტანისთვის. მითუმეტეს მაშინ, როცა არ არის დარწმუნებული, რომ პასუხი დადებითი იქნება. „თხუთმეტი წელია აქ ვცხოვრობ, ჩვენი ბიზნესიც აქ დავარეგისტრირეთ, გადასახადებს ვიხდით, კომუნალურებს ვიხდით. და, ამ ყველაფერს ჩვენ სომხეთის პასპორტებით ვაკეთებთ, რაც არასდროს ყოფილა პრობლემა. რა მოხდება, თუ ვერ ავიღებ ბინადრობის ნებართვას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის? იქნებ უფრო ჭკვიანური იყოს ეს ფული სომხეთში ცხოვრებისთვის დაიხარჯოს?’’