Quantcast
Channel: Democracy & Freedom Watch
Viewing all articles
Browse latest Browse all 904

ფაროსანამ აფხაზეთში საგრძნობლად იკლო

$
0
0

აფხაზეთში, მათ შორის გალის ტერიტორიაზე, ფაროსანასთან ბრძოლა რუსული ვერტმფრენებით გრძელდება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, რამდენიმე დღის წინ გალის ტერიტორია ვერტმფრენებით შეიწამლა.

„ფაროსანას რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. წელს უკვე იმედი გაჩნდა, რომ თხილის მინიმალურ მოსავალს მაინც ავიღებთ. ვებრძვით საკუთარი ძალებით, ასევე იწამლება ვერტმფრენებით“, – აცხადებენ ადგილობრივები.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, თავის დროზე დაჭერილი მავნებლების შესყიდვა დაიწყო. კერძოდ, ერთი კილოგრამი ფაროსანა, დაახლოებით 18 ლარად ბარდებოდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფაროსანასთან საბრძოლველი საშუალებების აფხაზეთში შეტანა კონტრაბანდად ითვლება და მოსახლეობას მისი შეძენა ორმაგ ფასში უწევს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 904

Trending Articles