Quantcast
Channel: Democracy & Freedom Watch
Viewing all articles
Browse latest Browse all 904

ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელად რაიონის მთავარი მეხანძრე დანიშნეს

$
0
0

(Cominf.org)

ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსად “პრეზიდენტმა” ანატოლი ბიბილოვმა ორშაბათს ცხინვალელი კადრი დანიშნა, რომელიც მანამდე რაიონის სახანძრო დანაყოფს უფროსობდა.

რაიონის ახალი ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი 33 წლისაა. ის ცხინვალშია დაბადებული და გაზრდილი, 2008 წლის ომის შემდეგ 10 წლის განმავლობაში დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ახალგორში კი გასულ წელს გადმოიყვანეს და რაიონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსად დანიშნეს.

აღსანიშნავია, რომ ახალგორის ადმინისტრაციის უფროსის სავარძელი ორი თვის განმავლობაში ვაკანტური იყო, მას შემდეგ რაც დეკემბერში გადადგა ფილიპ ხაჩიროვი, რომელიც ქართველებს განსაკუთრებით ავიწროებდა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 904

Trending Articles